LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ზრუნავენ საქართველოში არსებულ ვითარებაზე – დამენია

32
lasha damenia

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმაურება მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

დამენიას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ზრუნავენ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

დამენიამ აღნიშნა, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება არ არის საკმარისი და საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები ამ სისტემაში.

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ზრუნავენ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. სასამართლო სისტემის რეფორმირება არის მთავარი ქვაკუთხედი საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვისთვის და თავისუფლებისათვის ბრძოლისათვის.

თავისთავად, მოსამართლეების მხოლოდ დანიშვნის შეჩერება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და უნდა მოხდეს ფუნდამენტური ცვლილებები.“ – განაცხადა დამენიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები