LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ბიო ჩაის წარმოებას წაახალისებს

52

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 2016 წლის დასაწყისიდან იგეგმება.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა, სახელმწიფო პროექტის  მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, აგრეთვე,  ბიო ჩაის წარმოების ხელშეწყობა.

მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისათვის  2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 3.5 მილიონი ლარი გამოყო. სახელმწიფო პროგრამა “ქართული ჩაის” ფარგლებში ეტაპობრივად განხორციელდება სახელმწიფო ბალანსზე არსებული დაახლოებით 7 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია. პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება დაახლოებით 2 ათასი ჰექტარის რეაბილიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები