LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს РТР, 1 канал, НТВ – ხუხაშვილი ,,იმედზე” გასულ ფილმს ეხმაურება

373
ხუხა

სად მთავრდება ხელისუფლებისთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი? როგორც ჩანს, პირველი არ მთავრდება არასდროს და შესამბამისად, მეორე არ იწყება – ასე ეხმაურება პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია “იმედზე” გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

“რაც შეეხება “იმედზე” გასულ ფილმს.
აქ მთავარი კითხვა არ არის – რა არის ამ ფილმში სიმართლე და რა ტყუილი?
მთავარი კითხვაა – სად მთავრდება ხელისუფლებისთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი?
როგორც ჩანს, პირველი არ მთავრდება არასდროს და შესამბამისად, მეორე არ იწყება.
იგივე ისტორიის გაგრძელებაა, როდესაც ლარის კურსის ვარდნას და მთლიანად ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება უკავშირებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და კერძოდ რუსი ტურისტების ნაკლებობას.
ნებსით თუ უნებლიედ, სახელისუფლებო პროპაგანდა ნებაყოფლობით ასრულებს რუსული რბილი ძალის მთავარ ამოცანას – რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა.
ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს «РТР», «1 канал», «НТВ», რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ აზრს ამკვიდრებდნენ”, – წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა.

ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები