LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელი და გვარი ასე კი არა, ასე არისო“ – ირაკლი ქარსელაძის თქმით, ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა 

505
Untitled design

„ის, რომ ადამიანი, რომელიც ირიცხებოდა სიაში, არის ჯანმრთელად, მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის“. – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, შოვში დაკარგულთა სიაში მყოფ ზურაბ ბიბილეიშვილზე საუბრის დროს განაცხადა.

თემურ მღებრიშვილი: ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა:

„ვიღაც ახლობელმა დარეკა, თქვა, რომ ამ პიროვნების ოჯახმა თქვაო – ვერ ვუკავშირდებითო და აი, გეუბნებითო. შემდეგ ამ კაცმა თქვა, უი, სახელი და გვარი ასე კი არა, ასე არისო. დაუკავშირდნენ, დააზუსტეს, როგორც კი ამ კაცმა სწორად თქვა სახელი და გვარი, მყისიერად მოხდა ამ კაცთან დაკავშირება“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში იყო, სტიქიის ზონაში არ იმყოფება და ჯანმრთელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები