LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახე“ საქართველოში ტურნეს იწყებს

190

„სახის“ კონცერტები მალე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურის ერთ-ერთი მენეჯერი, რეზი ახრახაძე ავრცელებს. როგოც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „სახის“ ფილარმონიაში გამართული კონცერტის შემდეგ რეგიონებიდან ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა, თავადაც გაუჩნდათ ამის სურვილი.

კონცერტები უკვე დაგეგმილია – 20 აგვისტოს „სახე“ ბენდთან ერთად ესტუმრება ბათუმს, სადაც კონცერტს, ზუსტად ფილარმონიაში 20 წლის იუბილილეზე გამართული ღონისძიების ანალოგს, პიაცაზე შეკრებილ მსმენელს შესთავაზებენ, 26 აგვისტოს თელავის თეატრს ესტუმრებიან, სექტემბრის შუა რიცხვებში კი – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს.

როგორც რეზიმ აღნიშნა, ამ კონცერტებთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობებსა და რამდენიმე კომპანიასთან გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ასე რომ, ტური უკვე დაგეგმილია. გამოვა თუ არა, ბათუმის მსგავსად, „სახესთან“ ერთად ბენდი თელავსა და ქუთაისში, ეს მოგვიანებით გადაწყდება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები