მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მხარეებს, ერთად იმუშაონ სტატუსის მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა.
„ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ჩვენც რაც ნათლად ვნახეთ არის ის, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს.
საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.