„სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს დაუვალებია სახელმწიფოსათვის სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება“, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.
„ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ „ფეიკი“ და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?
სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის“, – წერს ნინო ლომჯარია