Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სახალხო დამცველი ზურაბ ჯაფარიძესა და ბორჯომში, თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკზე თავდასხმის ფაქტებს შეისწავლის – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი ზურაბ ჯაფარიძესა და ბორჯომში, თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკზე თავდასხმის ფაქტებს შეისწავლის

147
Untitled design

ზურაბ ჯაფარიძესა და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებული ბანაკის მონაწილეებზე ბორჯომში განხორციელებული თავდასხმას სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას“.

ამავე განცხადების თანახმად, ომბუდსმენი ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცველებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი. სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო“ – მელია ჯაფარიძესთან დაკავშირებით შაქარიშვილის განცხადებაზე

„ცხვირ-პირში მოხვდა, ზურა გირჩი დარჩა შარვალჩახდილი“ – შაქარიშვილი ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმაურება

„მანქანაში მარტო მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვიღაც გიჟი“ – რას წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის თანამშრომელი

„იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის“ – გორში მცხოვრები სოსო მაისურაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა

 

? საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური…

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on Saturday, 17 June 2023