სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. ნანუაშვილი მიმართავს, მათ ვინც ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება – “თქვენ ხართ მკვლელები…”
“ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ბოდიში პირდაპირობისთვის. მაგრამ ეს სიმართლეა.
ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას.
უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო”,- წერს უჩა ნანუაშვილი.
ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბაგირი გაწყდა და ოთხი მეშახტე დაახლოებით, 400 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. მეშახტეებს ამ დრომდე ეძებენ.