სახალხო დამცველი ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის თანახმად მამა გაბრიელ კახელიშვილი პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებს.
უჩა ნანუაშვილი პროკურატურას მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
სახალხო დამცველის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყოს სასულიერო პირის უსაფრთხოება. გამოძიების პროცესში არ დაუშვას პოლიციის იმ თანამშრომლების მონაწილეობა, რომელთა მიმართაც არსებობს ძალადობის ვარაუდი.
სახელმწიფოს ვალია განსაკუთრებული ყურადღებით, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს თითოეული შემთხვევა, სადაც პოლიციის მხრიდან უფლებასმოილების გადამეტების ვარაუდი არსებობს.
“სახალხო დამცველი დეტალურად შეისწვალის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.”