LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი მეტად უნდა დაფიქრდეს, ასეთ ტრაგედიაზე ცალსახა განცხადებები მისაღები არ არის: სერგეენკო ენგურის ტრაგედიაზე

68
Untitled design

“ასეთ ტრაგედიაზე ცალსახა განცხადებები მისაღები არ არის. სახალხო დამცველი უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს და განცხადება ისე გააკეთოს.” – პარლამენტის ვიცე სპიკერი გუშინ, ენგურზე მომხდარ ტრაგედიას და ამ ტრაგედიის საპასუხოდ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტები ოკუპირებულ ძალებზე, გადმოსასვლელი პუნქტის გასახსნელად

დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია დაფიქრება, სანამ განაცხადებენ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება კაცთმოძულეა და ამ ადამიანებს არ ეხმარება. მისივე თქმით, ხელისუფლების ძალებს აღემატება, გააქრონ დროებით ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ენგურზე გადის:

“ჩვენი თანამოქალაქეების დაღუპვა ტრაგედიაა და მინდა მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, ასეთ ტრაგედიაზე ცალსახა განცხადებები მისაღები არ არის. უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს და განცხადება ისე გააკეთოს. თითქოს საქართველოს ხელისუფლება კაცთმოძულეა და ამ ადამიანებს არ ეხმარებიან.

მთელი ამ წლების განმავლობაში, ასეულობით იქ მცხოვრებ ადამიანს დაუყონებლივ დახმარებას აღმოვუჩენდით ხოლმე. სამწუხაროდ, ჩვენს ძალებს აღემატება, გავაქროთ დროებით ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ენგურზე გადის. სხვა მხრივ, როგორც კი ეს ადამიანები ჩვენამდე მოსვლას ახერხებენ, მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ. უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე ჩვენს კონტროლირებად ტერიტირიაზე მაცხოვრებელ მოქალაქეებს.” – თქვა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის სოფელ შამგონაში მდინარემ სამი ადამიანის ადამიანის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გალიდან მდინარის გადმოცურვას ცდილობდნენ. მიმდინარეობდა მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანის ძებნა.

მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და მოუწოდა ხელისუფლებას, გაააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტებით ოკუპირებულ ძალებზე გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად და ასევე კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს.