ნიკა ქავთარაძემ სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ, 29 ოქტომბერს დადო ვიდეო, რომელიც პოეტების მოყვარულ გოგონებს მიუძღვნა. ვიდეომ უამრავი ნახვა მოაგროვა და დღეს, 29 ოქტომბერს ნიკას „ფეისბუქზე“ ისევ გამოჩნდა, როგორც შეხსენება და იუმორისტმა ის თავიდან გააზიარა.
ნიკამ ვიდეოს შესაბამისი წარწერაც დაურთო: „ეს იმ გოგონებს, რომლებიც ლექსის მხატვრულად მთქმელ დეგენერატებზე სველდებიან…“
ის, როგორც ჩანს, ასე გამოეხმაურა საქართველოში ახალგაზრდა პოეტების მომრავლებას, რომლებიც შთამაგონებელი სახეებით კითხულობენ საკუთარ ლექსებს.