LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზრდება, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც

128
publika.ge-300-14-302-publika.ge-300-234099218

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წელს საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზრდება.

ზრდის კომპონენტი უკვე გათვალისწინებულია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 194 მლნ ლარით იზრდება და შრომის ანაზღაურებისთვი სულ 1.8 მლრდ ლარია გათვალისწინებული.

იზრდება 2022 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა რაოდენობაც და 2022 წელს, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საჯარო სექტორში 112 752 ადამიანი იქნება დასაქმებული.   

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები