LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს” პარტია დაარეგისტრირა

280
1

საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს” პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა.

რეესტრზე მითითებულ ინფორმაციაში გადაწყვეტილება 7 დეკემბრით თარიღდება.

ამავე მონაცემებით, პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს საჯარო რეესტრმა კონსერვატიული მოძრაობის რეგისტრაცია შეაჩერა, ამის მიზეზად კი დოკუმენტაციის შევსების დროს დაშვებული რამდენიმე შეცდომა დაასახელა.

მოძრაობას ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 დღე მიეცა.

პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, “ალტ-ინფომ” პოლიტიკური პარტია – “კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან “პარტნიორული ურთიერთობებისთვის”, ამან საზოგადოებაში მოძრაობის მიმართ პროტესტი გამოიწვია.

„მზად ვართ რუსეთთან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დავამყაროთ“- „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა

ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

“ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი მოკავშირე იქნება: ომბუდსმენის მოადგილე “ალტ-ინფოს” მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაზე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები