LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა მობილური ტელეფონითაც შესაძლებელია

88

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა მობილური აპლიკაციით გახდა შესაძლებელი

როგორც ”ფორტუნას” საჯარო რეესტრიდან აცნობეს, მობილური აპლიკაცია NAPR, რომელიც საჯარო რეესტრში შეიქმნა, მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

მობილური აპლიკაციით  მსურველებს სასურველი უძრავი ქონების სარეგისტრაციო განაცხადის მოძებნა შეუძლიათ. ძიების განხორციელება ყველა იმ პარამეტრითაა შესაძლებელი, რაც ვებპროგრამაში მოქმედებს. კერძოდ, განაცხადის ნომერი, პიროვნების სახელი და გვარი ან პირადი ნომერი, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების მისამართი და საკადასტრო კოდი. მობილური აპლიკაცია მუდმივად განახლებადი იქნება და მომდევნო ვერსიებს ეტაპობრივად უძრავი ქონების რეესტრის  სხვა სერვისებიც დაემატება.

„საჯარო რეესტრისთვის დისტანციური სერვისების განვითარება და მოქალაქეებისთვის ჩვენი მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი პრიორიტეტია. მობილურ აპლკაციებს სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ვვარაუდობთ, რომ საჯარო რეესტრის  მობილურ აპლიკაციასაც, რომელიც ახალ-ახალი სერვისებით მუდმივად შეივსება,  საკმაოდ ბევრი მომხამრებელი ეყოლება“,-განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ამჟამად აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის, უახლოეს მომავალში კი მის გამოყენებას iOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ. ანალოგიური აპლიკაციის შექმნა ბიზნესის რეესტრის სერვისებით სარგებლობისთვისაცაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები