LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება მიმდინარეობს

71
მასწავლებლების ტესტირება

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა საგურამოს საჯარო სკოლაში რიგით მესამე ტესტირება ჩაატარეს. მანამდე ჩატარებული ორი ტესტირებიდან, ვირუსი არავის გამოვლენია.

“სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს 2085 საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის პედაგოგი, რაც მათი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.