LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესოა, ოდა ივანიშვილისადმი საზეპიროდ უნდა მიეცეთ მოსწავლეებს თუ მოკლე შინაარსიც კმარა – ნანა ტოხვაძე

453
1

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვნელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციის შეტანის საკითხს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელში” ეხმიანებიან.

პარტიის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე მოვლენას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ განათლების სისტემა მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიზანმიმართულად ინგრევა.

ტოხვაძე ასევე მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სხვა მოლოდინები მიხეილ ჩხენკელისგან არც ჰქონდა, რადგან არც ერთი პროგრესული ცვლილება ან რეფორმა ამჟამინდელი განათლების მინისტრის სახელს არ უკავშირდება:

“ვიდრე ივანიშვილისადმი მიძღვნილი ოდა არ მოხვდა სასკოლო სახელმძღვანელოში, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ დავაჯერეთ, რომ განათლების სისტემა მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიზანმიმართულად ინგრევა.

სხვა რა მოლოდინი გვქონდა მინისტრისგან, რომელიც ბელადისადმი მლიქვნელობით დაამახსოვრდება განათლების სფეროს?! მის სახელს არც ერთი პროგრესული ცვლილება ან რეფორმა არ უკავშირდება. ზოგადად პროგრესთან “ქართული ოცნების” შეუთავსებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ისინი უარს ამბობენ ისტორიის სწავლა-სწავლების ახალ სტანდარტზე და თანამედროვე სახელმძღვანელოებზე, რადგან იქ საბჭოთა ხოტბის ადგილი არ იქნება.

საინტერესოა, ოდა ივანიშვილისადმი საზეპიროდ უნდა მიეცეთ მოსწავლეებს თუ მოკლე შინაარსიც კმარა?! ამ ინსტრუქციასაც ალბათ ცალკე გასცემენ დაქვემდებარებული ვერტიკალის მეშვეობით.

სახელმძღვანელოების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ახალი არ არის, მაგრამ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შემთხვევა გადაცდენილია ყველანაირ წითელ ხაზს. ირღვევა ფაქტობრივი გარემოებებით შემოფარგვლის სტანდარტი. ლოგიკურია, რომ საკითხმა თავისუფალი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რადგან განსაკუთრებული უნარები არ არის საჭირო საბჭოთა პროპაგანდისტული სულისკვეთების ცხადად ამოსაკითხად.” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

შეგახსენებთ, 5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ფოტოები. ერთ-ერთ პარაგრაფში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაა ასახული.

ვრცლად ამ თემაზე:

“პირდაპირი მიზანია მომავალ თაობას ტვინი გამოურეცხონ” – აქცია-პერფორმანსი განათლების სამინისტროსთან

განათლების სამინისტროს განმარტება ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერებთან დაკავშირებით

ღუდუშაური – ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში ძალიან სწორად არის შეყვანილი, არ უნდა იყოს?

აქ ერთი დიდი შეცდომაა, ივანიშვილზე ქველმოქმედი კი არა „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს: შალვა ნათელაშვილი

გაურკვეველია, რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი: ფინანსთა მინისტრი ისტორიის სახელმძღვანელოზე

როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც – საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან: ხათუნა სამნიძე