LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საიდან მოდის სილამაზე ან სად მიდის” – ყველაზე ლამაზ ქართველ ქალს დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა

2828
BeFunky-collage (1)

დღეს 26 ოქტომბერს, ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა. მას 60 წელი შეუსრულდებოდა. მსახიობი 2017 წლის 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას: ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლად

შეუძლებელია მოძებნო სიტყვები, რომელიც ლიკა ქავჟარაძის სილამაზეს და სიდიადეს ოდნავ მაინც მიესადაგება.

საქართველოს ყავს ხალხი, რომელიც ვერ ეტევა ქართულ ჩარჩოში და ისინი მთელ მსოფლიოს ეკუთვნიან. ლიკა ქავჟარაძე, როგორც მოვლენა, ცდება ერთი ქვეყნის სივრცეს და მსოფლიოს საგანძურად დაიდებს ბინას. ლიკა ქავჟარაძე მთელი პლანეტის სახეა – სილამაზის, სათნოების, სიკეთის, სიყვარულის…

იშვიათი ფოტო და ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე „ნატვრის ხის“ გადასაღები მოედნიდან

ჯერ კიდევ ნორჩმა ლიკა ქავჟარაძემ მარიტაში ასახა კაცობრიობის მთავარი სათქმელი და ის სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. სანამ იქნება ქვეყნად ადამიანი, მანამდე იცოცხლებს მარიტა და ლიკა ქავჟარაძე…

ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები