LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდან მიიღებენ ინფორმაციას პორნო საიტებით? – პაშინიანი სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე

828
fashiniani

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ სქესობრივი განათლება საჭიროა. ამის შესახებ პაშინიანმა წიგნის, ჩემი პირადი სხეულის პრეზენტაციასთან დაკავშირებული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

“საიდან მიიღებენ ინფორმაციას? ქუჩაში? ინტერნეტში აკრძალული ფილმების ყურებისას, რომელიც მათი ასაკისთვის არ არის გათვალისწინებული, როცა ჩუმად ისარგებლებენ პორნო საიტებით?” – განაცხადა პაშინიანმა.

პაშინიანი ამბობს, რომ წიგნი, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია, თავად წაიკითხა.

“წავიკითხე და ვერაფერი ისეთი ვერ დავინახე. მე პატივისცემით ვეკიდები ხალხს და მზად ვარ მოვუსმინო მათ აზრს იმაზე, რომ ეს გარყვნილებაა. თუ ასეა, საჭიროა აღმოვფხვრათ, მაგრამ მოდი გავიაზროთ რა არის ეს,” -აღნიშნა მან.

პაშინიანმა სქესეობრივი განათლების არქონის მინუსებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უმეტეს შემთხვევაში იმპოტენციის მიზეზი სწორედ ეს არის. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში არსებობს მავნე პრაქტიკა, როდესაც უფროსები ბავშვებს გინებას ასწავლიან.

“მოდის უფროსი და ეუბნებიან ბავშვს- მიდი აგინე. ესეც ეუბნება მე შენი და მიდის სიცილი,” -პრემიერმა პრესკონფერენციაზე სიცილი განასახიერა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რატომღაც არავინ ფიქრობს გარყვნილებაზე.

წიგნის ჩემი პირადი სხეული პრეზენტაცია სომხეთის ერთ-ერთ კაფეში 4 მაისს გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე მამაკაცების ნაწილმა ორგანიზატორებს კვერცხები ესროლეს, სოციალურ ქსელში კი ისინი სიძულვილის ენით გამოირჩეოდნენ.

ხატია ახალაიას გაკვეთილებმა სქესობრივ აღზრდაზე სამართლიანად აღაშფოთა საზოგადოება - სოფო კილაძე

ჩვენ არ გვინდა ასეთი რამის განმეორება. მე მესმის, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიის ინტერესში ხელისუფლების დისკრედიტაციაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები