LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია „ქართული ოცნების” მიერ გამართულ მხარდამჭერთა აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტს შეისწავლის

49
საია

“ქართული ოცნების” მიერ გამართულ მხარდამჭერთა აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტს შეისწავლის.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს.

„იყო გარკვეული კითხვები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მოსყიდვის ფაქტებზე, ჩევნ შევისწავლით ამ ფაქტებს. დანამდვილებით ამ ეტაპისთვის ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ გუშინ იყო აქცია, გადავამოწმებთ და შევისწავლით იმ შემთხვევებს, რომელზე საუბარი მედიაშიც იყო. ასევე სხვა წყაროებიდანაც შევეცდებით მივიღოთ ეს ინფორმაცია”, – განაცხადა სვიმონიშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ” თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა შეკრება გამართა, რითიც პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები