LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი პირველი ივლისიდან ამოქმედდება

38

საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი ძალაში პირველი ივლისიდან შევა, ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მანამდე კი, ორი თვის განმავლობაში სამინისტრო მოქალაქეებს დაწვრილებით განუმარტავს ცვლილებებს, რომელიც კანონში შევიდა.

“მესამე მოსმენით განვიხილეთ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი“. ეს კანონი ძალაში შევა 1-ელი ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის. ორი თვე ჩვენ დავიტოვეთ, რათა მოქალაქეებს სწორად განვუმარტოთ, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია რა ახალი წესები იქნება, როგორ აღსრულდება ეს წესები. ამ დროის მანძილზე იქნება აქტიური საინფორმაციო კამპანია. ვეცდებით, ყველამ იცოდეს, როგორ უნდა შეამოწმონ თუ რამდენი ქულა დარჩა და რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები