ორბელიანის მოედანზე სატვირთო ავტომობილი საგზაო სამუშაოებისთვის გათხრილ ორმოში ჩავარდა.
საკომუნიკაციო მილების შესაცვლელად გათხრილ ორმოსთან მიწა მოწყდა და კომპანია „ინსის“ კუთვნილი ავტომანქანა ჩაიტანა.
მომხდარის დროს სატვირთოში მძღოლი არ იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.