LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსები დაინიშნა

17

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში ხვალ, 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.

ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ – 13:00 საათსა და 18:30 საათზე ვარდების მოედნიდან გავა.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები