Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საგაზაფხულო სიახლე Apple-ისგან: iPhone 13 მწვანე ფერში და განახლებული iPhone SE საუკეთესო ფასად – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგაზაფხულო სიახლე Apple-ისგან: iPhone 13 მწვანე ფერში და განახლებული iPhone SE საუკეთესო ფასად

4280
iPhone13 (1)

საქართველოში მწვანე ფერის Phone 13-ის და iPhone SE-სთვის წინასწარი შეკვეთები იწყება!

ტრადიციულად, გაზაფხული ცვლილებებისა და განახლების დროა. 8 მარტს Apple-მა ერთდროულად რამდენიმე ახალი მოწყობილობა წარადგინა, ფლაგმანმა iPhone-მა ახალი ფერი – ალპური მწვანე აღმოაჩინა.

გაზაფხულის მწვანე ფერებში წარმოდგენილი სმარტფონები გამოირჩევიან არა მხოლოდ დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით, არამედ ფლაგმანი მახასიათებლებით:

– წინა მხარეს მიმაგრებული კერამიკული ფარი;

– რევოლუციური A15 Bionic ჩიპი;

– გაფართოებული 5G შესაძლებლობები;

– ოპტიმიზებული კამერის სისტემები არარეალური ფოტოებისა და ვიდეოებისთვის;

– ბატარეის მუშაობის დროის მნიშვნელოვანი ზრდა.

დღეს iPhone 13 არღვევს გაყიდვების რეკორდებს, რაც 2022 წლის 8 მარტის ონლაინ პრეზენტაციაზე დაანონსდა. Apple-ს წარმოდგენილი აქვს კიდევ ერთი შთამბეჭდავი ახალი პროდუქტი – iPhone SE 3, რომელიც გამოირჩევა სიმძლავრით, კლასიკური დიზაინით და ხელმისაწვდომი ფასით.

მესამე თაობის iPhone SE-ს აქვს A15 Bionic პროცესორი, რომელიც ასევე გააჩნია  iPhone 13-ს, მისი კორპუსი აღებულია iPhone 8-დან. რაც შეეხება კამერას, მძლავრი პროცესორის წყალობით, ფოტოს ხარისხი და ვიდეო გადაღება თითქმის iPhone 13-ის დონეზეა მიყვანილი, ზოგიერთი ფუნქციის გამოკლებით.

iPhone SE 3-ი Apple-ის სმარტფონების ხაზში ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. Phone SE 3-ის ღირებულება 64 GB-ი მეხსიერებით, 1999 ლარია.

მზად ხართ განახლებისა და ცვლილებისთვის?

საქართველოში მწვანე ფერის Phone 13-ის და iPhone SE-სთვის წინასწარი შეკვეთები იწყება!

Apple-ის ყველა ახალ პროდუქტზე საუკეთესო შეთავაზებები ხელმისაწვდომია ოფიციალურ რესელერ მაღაზიებში:

iSpace, Alta, ElitElectronics, iPlus, iStore, iTechnics, Silknet

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები