საგარე საქმეთა სამინისტრო სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგარეო უწყება შეშფოთებას გამოხატავს სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.
შეწყდეს პროვოკაცია საზღვარზე და გაიტანონ საგუშაგო
აიღეთ საგუშაგო, დრო დილის 6 საათამდე გაქვთ - ოსური მხარის ულტიმატუმი საქართველოს
საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.
ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოძრაობს თვითნებურად
მიუღებელია ერგნეთის შეხვედრის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა - ქეთევან ციხელაშვილი
ამასთანავე, ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად,” – წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში.