საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები სასულიერო პირებთან ერთად სირიელი ლტოლვილების ჩამოსახლებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
“ქართველი ხალხის სახელით, საქართველოს მთავრობამ ისე, რომ ხალხისთვის არაფერი უკითხავს, მოაწერა გაერო-ს მიგრანტთა პაქტს ხელი, რაც რეალურად ნიშნავს ქვეყნის ღალატს,” – განაცხადა აქციაზე ჯონდი ბაღათურიამ.
სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვთ, თუმცა განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ.
ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორები საგარეო უწყებაშო მოლაპარაკებაზე შევიდნენ.