LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

123
თელავის რაიონული სასამართლო

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საგარეჯოში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორმა დავით გველესიანმა სხდომაზე განმარტა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრება.

დააკავეს კაცი, რომელმაც საგარეჯოში ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა

„ოჯახში კონფლიქტის გამო ქალმა პოლიციაში უჩივლა.. პოლიციიდან ციხეში გაუშვეს, 2 თვე იჯდა“ – რას ამბობს საგარეჯოში ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბიძა

„თვლიდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა უფლება“ – ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები