LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოება დაიწყება

130

საგარეჯოში ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოება იწყება.  პროდუქცია, რომელსაც კომპანია ”აგრო ვიტა პროდაქშენი” გამოუშვებს, საქართველოში გაიყიდება.

როგორც ”ფორტუნას” ”აგრო ვიტა პროდაქშენის” დამფუძნებელმა , ლევან ასლანაძემ განუცხადა, კომპანიამ საგარეჯოში ფართი იჯარით აიღო და 1 მარტიდან უკვე წარმოებას დაიწყებს.  მანამდე კი საწარმოო ხაზის შეძენა და მანქანა-დანადგარების დამონტაჟება იგეგმება.

”სახელმწიფო პროექტის ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსში ჩემმა ბიზნეს-იდეამ გაიმარჯვა, შესაბამისად,  მივიღებ გარკვეული სახის დაფინანსებას. სწორედ ამ თანხით ვაპირებ წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენას. ამასთან, სამომავლოდ ვგეგმავ  საკუთარი საწარმოს აშენებასაც”, – აღნიშნა ასლანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ”აგრო ვიტა პროდაქშენი” იტალიურ კომპანია ”ადრიატიკასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს. ”სასუქი არის ორგანული, მინერალური და ორგანულ-მინერალური. ორგანულის წარმოებას ადგილობრივი, ქართული ნედლეულით ვგეგმავ. რაც შეეხება, მინერალურს – მინდა,  რომ იტალიიდან შემოტანილი პროდუქციით ვაწარმოო”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც ლევან ასლანაძემ აღნიშნა, კომპანია პირველ წელს 25 ტონამდე ბიო-ორგანულ-მინერალურ წყალხსნად სასუქს გამოუშვებს. მომდევნო წლებში კი წარმადობის გაზრდა და პროდუქციის ექსპორტზე გატანა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები