საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სასტუმრო “გორი ინნის” ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
“ბოდიშს ვუხდით მოწვეულ სტუმრებს და დაინტერესებულ პირებს ღონისძიების ბოლო დღეს გაუქმებისთვის, თუმცა მომხდარი ტრაგედიის გამო. სადღესასწაულო ღონისძიების ჩატარება არასწორად მიგვაჩნია. “ინნ ჯგუფის” გუნდი უსამძიმრებს უსამართლოდ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულ მოქალაქეებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს”, – აღნიშნულია “გორი ინნის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, “ინნ ჯგუფის” რიგით მეექვსე სასტუმროს “გორი ინნის” გახსნის ცერემონიალი 21 იანვარს იყო დაგეგმილი.