LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში მეფრინველეობის საწარმო გაიხსნა

122

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მეფრინველეობის საწარმო  შეიქმნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ნინოწმინდა 1“-მა გახსნა.

ამ დროისთვის ფერმაში 40 000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 24 000 კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

კომპანია „ნინოწმინდა 1“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მთლიანი თანხა შეღავათიანი აგროკრედიტია.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში შეიქმნა 53 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები