LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ”ჯეო ჰოსპიტალსის” მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია ამოქმედდა

194
ლაბ

”ჯეო ჰოსპიტალს”-ის ბაზაზე საგარეჯოში, მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია შეიქმნა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე კახეთის რეგიონში ერთადერთია.

ლაბორატორია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიჭურვა, მოწინავე ქვეყნებში არსებულ მსგავს ლაბორატორიებთან სრულ შესაბამისობაშია. ის კვალიფიციური საკადრო რესურსით დაკომპლექტდა.

“კოვიდ-პანდემიის პირობებში ახალი ლაბორატორიული სერვისების დანერგვის საჭიროებაც დადგა. შესაბამისად, ”ჯეო-ჰოსპიტალსიც” ახალ გამოწვევებს პასუხობს და მინიმალურ დროში, დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის აწყობა შევძელით, სადაც შესაძლებელია პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდება, როგორც ”ჯეო ჰოსპიტალს”-ის ქსელის ასევე, რეგიონულ მასშტაბში, რომელიც ოქროს COVID 19 – ის დიაგნოსტიკის მიმართულებით”. – განაცხადა, ”ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია სრული დატვირთვით ამოქმედდა და სატესტო მასალებს 24 საათიან რეჟიმში იღებს .

”ჯეო ჰოსპიტალს” – ის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის SARS-COV-2 ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გარე შეფასების სისტემაში მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაბორატორიამ ყველა საჭირო სატესტო კონტროლი წარმატებით გაიარა და ლუგარის ლაბორატორიის სერტიფიცირება მიიღო.”- განაცხადა მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის დირექტორმა, მაკა სანიკიძემ.

როგორც საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ჯიქიამ აღნიშნა, პანდემიის დროს რეგიონისთვის აღნიშნული სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილზე პჯრ კვლევა, პასუხებზე ვადების შემცირების საშუალებასაც იძლევა. ამასთანავე, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, შპს ”ჯეო ჰოსპიტალს” – ი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირებას ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია , რომ პჯრ დიაგნოსტიკის მეთოდის გამოყენების აქტუალობიდან გამომდინარე, პროექტი რეგიონისათვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც. პჯრ დიაგნოსტიკა გამოიყებნება დაავადებებისადმი მცენარეთა გამძლეობის სელექციის მიზნით.