LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ფისტასა და თხილის გადამამუშავებელი ქარხნები აშენდება

248

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფისტსა და თხილის გადამამუშავებელი ქარხნები აშენდება. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ქარხნების მშენებლობით უცხოური კომპანია R Georgia Project 2-ია დაინტერესებული.

TR Georgia Project 2 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უკვე ფლობს მეურნეობას, სადაც 2013 წლიდან ფისტას პლანტაციის გაშენება ხორციელდება. ფისტას განვითარების და ზრდის პროცესს ზედამხედველობას  სპეციალურად ირანიდან მოწვეული სპეციალისტი უწევს. გარდა ამისა, კომპანიას 600 ჰექტარზე გაშენებული აქვს თხილის პლანტაციაც.

სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ორივე კულტურის პლანტაციების ფართობების ზრდა, აგრეთვე სხვა აგროკულტურების წარმოება და კომპანიის მეურნეობაში რამდენიმე ათასი ადგილობრივი მოსახლის დასაქმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები