LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის და ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

133
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

განცხადების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მ.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ძალადობასა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 06 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი სულხან ჭკადუა ქ. საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.

რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება,“ – ნათქვამია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საგარეჯოში ფიზიკური დაპირისპირება 6 ივლისს, მაშინ მოხდა, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის წევრები მოსახლეობასთან მართავდნენ შეხვედრას, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.

ვიდეო: „ქვებს ისვრიან“ – საგარეჯოში ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გივი მიქანაძე: „პოლიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ ხაბეიშვილი სადაც გამართავს შეხვედრას, ყველგან სდიოს და მისი დამცველი იყოს“

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ ესროდნენ შეხვედრის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს ქვებს, წყლით სავსე მინის ბოთლებს.

„მთავარი არხის“ ცნობით, ქვა მოხვდა „მთავარი არხის“ კახეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ია გულიაშვილს. „ფორმულამ“ გაავრცელა ასევე კადრები, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძეს ქვები მოხვდა.

დაზიანდა ტელეკომპანიების, „მთავარი არხის“, „რუსთავი 2-ისა“ და „ფორმულის“ ტექნიკა.