LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების სამსახური – ამ დროისთვის პანკისის ხეობაში დაშავებულ 35 პირს გაეწია დახმარება

175
58378944_10157236616344413_2813796318726586368_n

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პანკისის ხეობიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 13 სამართალდამცავია გადაყვანილი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში დახმარება 35 ადამიანს გაეწია.

თალაკვაძის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები რამდენიმე დაშავებულს საავადმყოფოში კიდევ გადმოიყვანენ.

“35-ზე მეტ სამართალდამცავს გაეწია დახმარება, მათ შორის 13 ადამიანი გადმოყვანილია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. 8 პაციენტი ახლა შეიყვანეს ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში და კიდევ გადმოგვყავს. რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მხოლოდ 2 პაციენტია ახმეტის საავდმყოფოში, რომლებიც ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ახლა მიმდინარეობს დადასტურება. ამის გარდა, კიდევ ერთი ადგილობრივი გადმოგვყავს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში.

ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 13 ადამიანი რჩება და დამატებით კიდევ უახლოეს საათებში შემოვლენ პაციენტები, რომლებსაც ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოყვანილი ყველა პირი სამართალდამცავია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები