გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები განისაზღვრა.
სამსახურის უფროსის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
შეღავათები შემდეგ პირობებს ითვალისწინებს:
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მრავალშვილიანი მოსამსახურეები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურ დანამატებს მიიღებენ;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მას ერთჯერად ფულად დახმარებას მისცემენ;
- მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: დაქორწინებისას, ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და შვილის შეძენის შემთხვევაში.
- სამსახურის მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება.