ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად მინისტრ ტიკარაძესთან კოვიდის მართვის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა სახელდება. თავად თალაკვაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
თუ სად გააგრძელებს მუშაობას ავთანდილ თალაკვაძე, უწყებაში ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.