LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო განცხადება მათთვის ვინც მიწვეული იყო ლუტეციას ღონისძიებაზე

406

დღეს დაგეგმილი, “ლუტეციასა” და კომპანია “Eisenberg”-ის ღონისძიება, პარიზში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო. ეს გადაწყვეტილება “Eisenberg”-ის ფუძემდებელმა – Jose Eisenberg-მა, კომპანიის დირექტორმა – Jean-Luc Trognon-მა და ლუტეციას ქსელის პრეზიდენტმა – ვახტანგ ფხაკაძემ ერთობლივად მიიღეს.

დღეს ქართულ ბაზარზე ფრანგული ბრენდის – “Eisenberg”-ის ოფიციალური წარდგენა უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ “Eisenberg” ფრანგული ბრენდია, ასე, რომ პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ივენთის გაუქმება გადაწყდა. ლუტეცია ფართის ჩატარების ახალი თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ საღამოს საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტების სერია განხორციელდა. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჩვენც თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთსა და მის მოქალაქეებს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები