“საგამოძიებო უწყება მზად არის, საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში.” – შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყება გამოთქვამს მზადყოფნას, “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ მიართვაშია აღნიშნული, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში.” – აღნიშნულია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.