LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საგამოძიებო უწყება აღარ გვეთანამშრომლება” – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ადვოკატი

125
megi 3

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ადვოკატები საგამოძიებო უწყებას თანამშრომლობის შეწყვეტაში ადანაშაულებენ. ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ჩანიშნული იყო პროკურორთან შეხვედრა, რაც გარკვეული მიზეზებით გადაიდო,

მისივე განმარტებით, ადვოკატებს აქვთ ეჭვი, რომ საქმის მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

“ყველა ის კითხვა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში აქტუალურია მეგი ბაქრაძის სისხლის სამართლის საქმეზე დღესაც დღის წესრიგში დგას და არცერთ კითხვაზე საგამოძიებო უწყებას პასუხი გაცემული არ აქვს ამ მოცემულობით. როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთებამდე, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყების მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ადვოკატებს და ოჯახს არ გვაქვს ინფორმაცია თუ როგორი იყო მისი ჯანრთელობის მდგომარეობა, ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაცია ახალციხის კლინიკა “იმედიდან” ამოღებული.

დღეის მდგომარეობით აქტუალურობას იძენს ის საკითხი, რომ საგამოძიებო უწყება ადვოკატებს საერთოდ აღარ გვეთანამშრომლება, კონტაქტზე აღარ გამოდიან, უფრო მეტიც დღეს როგორღაც მოხერხდა პროკურორთან დაკავშირება და ჩანიშნული გვქონდა პროკურორთან შეხვედრა ადვოკატებს და ეს შეხვედრაც გარკვეული მიზეზებით გადაიდო, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურორს ყოველთვის აქვს სხვადასხვა მიზეზი და თავს არიდებს ადვოკატებთან შეხვედრას და მასალებზე საუბარს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ მოწმეებზე მიმდინარეობს ზეწოლა”, – განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები