საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.
დიდი ალბათობით, აღნიშნული საქმე ეხება ბათუმში გახსნილი რუსული სკოლის საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. რუსული სკოლა School Club Georgia.
ბათუმში რუსული კერძო სკოლა გაიხსნა, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან
საკითხზე განცხადება გაავრცელა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. რუსული სკოლა არ არის ავტორიზებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. კომენტარის გაკეთება მოუხდა აჭარის განათლების მინისტრსაც და როგორც მაია ხაჯიშვილმა აღნიშნა, დაწესებულების აკრედიტაციის მოთხოვნა არც სამინისტროში და არც რესურსცენტრში არ არის შემოსული.