LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო შემოსავლები თებერვალში გაიზარდა

72

საგადასახადო შემოსავლები თებერვალში გაზრდილია, ამის შესახებ ფინანსთა მინმისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისი განმარტებით,  შარშანდელთან შედარებით საგადასახო შემოსავლები 7.1 %-ით გაიზარდა და 34 მილიონი ლარით გადააჭარბა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

”ბიუჯეტი არის გაწერილი და გამოქვეყნებული, ბიზნესმა ძალიან კარგად იცის ეს და აქვთ გადასახადების გადახდის კალენდარი. იანვარსა და თებერვალში, ზოგადად, ნაკლები გადასახადის გადახდა ხდება, მარტში კი უფრო მეტი გადასახადი შემოვა ქვეყანაში. თუმცა, ხარჯები არის თანაბრად გასაწევი და შესაბამისად,  გაწერა ითვალისწინებს იმას, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო დაფინანსების სხვა კანონიერი საშუალებები. ემისიური დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტს არ სჭირდება და არც განახორციელებს ამას”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ბიუჯეტში 3%იანი დეფიციტია განსაზღვრული და ფინანსთა სამინსიტრო ცდილობს, რომ ეს დეფიციტი თანაბრად გადაანაწილოს. ”შარშან და შარშანწინ უკვე გამოგვივიდა, რომ დეფიციტური ხარჯვა არ განვახორციელეთ წლის მეორე ნახევარში და წლის ბოლოს. ჩვენ ბიუჯეტს ვასრულებთ იმ გაწერის და იმ დეფიციტის შესაბამისად, რაც განსაზღვრული გვაქვს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები