LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო შეღავათები აღდგება მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლებისათვის, რომელიც 1 იანვარს კანონს მიღმა დარჩნენ

90

“მთის კანონი” არ გააუარესებს მაღალმთიანი რეგიონში მცხოვრები იმ მოსახლეობის მდგომარეობას, რომელთაც 2016 წლიდ 1 იანვრამდე გარკვეული შეღავათები ჰქონდა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის ამ ნაწილს შეღავათები შეუნარჩუნდება. “ეს არის დემოგრაფიული და სოციალური ამოცანა და შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც 3 შვილი ჰყავთ ან 1 მაინც. ვისაც 3 შვილი ჰყავს, ისინი სრულად, ვისაც 1 ჰყავს – ისინი 50%-ით გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან”,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ეს ორი პრინციპის დაცვაა – ამით ხელი შეეწყობა დემოგრაფიას და, ახალი კანონის გამო, არ გაუარესდება იმ მოსახლეობის მდგომარეობა, რომელსაც 2016 წლის 1 იანვრამდე, ამ მხრივ, უკეთესი პირობები ჰქონდათ.

საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

საგადასახადო კოდექსში შესატანი პროექტი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელიც 1 იანვარს ამოქმედებული “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონით გათვალიწინებული 1600  სოფელში არ ცხოვრობენ, მაგრამ 1 იანვრამდე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები