LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო სამართალდარღვევის 645 ფაქტი გამოვლინდა

90

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 645 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც  შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 8,030 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 58 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 112 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 475 შემთხვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები