LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პარლამენტში განსახილველად მზადაა

86

საქართველოს მთავრობა დღეს “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც მოგების გადასახადის დაბეგვრის მექანიზმის ცვლილებას ითვალიწინებს.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყების წინ განაცხადა, მთავრობა მაქსიმალურადაა დაინტერესებული ცვლილებების დროულად განხორციელებით.

“დღევანდელი განხილვის შემდეგ კანონპროექტი გადაიგზავნება პარლამენტში და მისი განხილვა უკვე საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდება.ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ დროის მინიმალურ მონაკვეთში მივიღოთ ეს კანონპროექტი,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტის გარდა მთავრობის სხდომაზე დღეს 35 სხვა საკითხს განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან. ეს არის ე.წ. ესტონული მოდელი, რომლის დანერგვასაც მთვარობა შეეცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები