სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, საქართველოში ბოლო თვეში 30 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა.
„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ყველაზე კრიტიკული სასურსათო მარაგების მონიტორინგს. ჩვენ ქვეყანაში მუდმივად გვაქვს 2 თვეზე მეტი ხორბლის მარაგი. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია. საქართველოში ბოლო თვეში 30 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა. სასურსათო მარაგების კუთხით საფრთხის პრობლემა არ არის”,- აღნიშნავს დავითაშვილი.
ცნობისთვის, რუსული ხორბლის საექსპორტო ფასმა ტონაზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ დროისვის ერთი ტონა ხორბალი 340 დოლარი ღირს. თუმცა, როგორც რუსული აგროექსპორტიორთა კავშირი ვარაუდობს, ხორბლის ღირებულებამ შესაძლოა, 400 დოლარს გადააჭარბოს.