LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში წლის სპორტსმენი აირჩიეს, France Football-მა კი ფრანგული ოცნების გუნდი დაასახელა

73
FORTUNA.GE (20)

5-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ბიატლონში მარტენ ფურკადი საფრანგეთის 2020 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

ანალიტიკურ ცენტრ Odoxa-ს ინტერნეტ-გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებული საფრანგეთის 1005 მოსახლე მონაწილეობდა. ფურკადი 22%-მა აირჩია.

ფურკადმა, რომელმაც სპორტული კარიერა ამ სეზონში დაასრულა, გაასწრო პსჟ-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს (21%) და ველომრბოლელ ჟულიან ალაფილიპს (18%).

მორაგბე ანტუან დიუპონმა მე-4 ადგილი დაიკავა (7%), „რეალის“ ფორვარდმა კარიმ ბენზემამ – მე-5 (6%).

 

ამასობაში France Football-მა ოცნების გუნდი გამოაქვეყნა, რომელიც მხოლოდ ფრანგი ფეხბურთელებისგან შედგება.
აი რა გამოვიდა:

მეკარე: ფაბიენ ბარტეზი („მანჩესტერი“).

დაცვა: ლილიან ტიურამი („იუვენტუსი“), მარსელ დესაი („მილანი“), მარიუს ტრეზორი („მარსელი“), მაქსიმ ბოსი („ნანტი“).

ნახევარდაცვა: ჟან ტიგანა („ბორდო“), მიშელ პლატინი („იუვენტუსი“), ზინედინ ზიდანი („რეალი“).

თავდასხმა: ტიერი ანრი („არსენალი“),რაიმონ კოპა, ჟუსტ ფონტენი („რეიმსი“).

 

ყველანი ყოფილი ფეხბურთელები არიან და ამჟამად არცერთი არ თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები