LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში შესაძლოა ტერაქტები განმეორდეს

96

საფრანგეთში შესაძლოა ტერაქტები განმეორდეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ევრო 2016-ის ჩემპიონატის პერიოდში საფრანგეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სტადიონები, ფან-ზონები, გასართობი ცენტრები, სადაც მატჩების ტრანსლირება განხორციელდება, ტერორისტების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენს. საფრანგეთმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 26 ივლისადმე გაახანგრძლივა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით,  ტერორისტების პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს  პოლონეთის ქალაქი კრაკოვი, სადაც ივლისის ბოლოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეები გაიმართება. ამ პერიოდში ტურისტების დიდი ნაკადის ჩასვლა იგეგმებადა .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები