LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში შეიძლება იაპონია განმეორდეს: მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების ჯგუფი გაირკვა

120
RWC-2023-Draw-live-from-Paris-2048x1366

2023 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს დიდი ალბათობით იმავე მეტოქეებთან მოუწევთ თამაში, რომელთაც 2019 წლის მსოფლიოზე იაპონიაში.

პარიზში წილისყრა გაიმართა.

ევროპა 1, ანუ 2021/2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გ ჯგუფში (Pool C) უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან ითამაშებს. თუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან საფრანგეთის საგზური ურუგვაიმ მიიღო, ზუსტად ისეთივე ჯგუფში ვიქნებით, როგორშიც შარშან ვიყავით.

თეორიულად თუ საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორი წლის ჯამში მეორე ადგილზე დაასრულებს და ამ შემთხვევაში ბ (Pool B) ჯგუფში მეტოქეებად სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია და აზია-წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებული იქნება.

კენჭისყრის შედეგად ა (Pool A) ჯგუფში ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა1 და აფრიკა1, ხოლო დ (Pool D) ჯგუფში ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი1 და ამერიკა2 ითამაშებენ.

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.

„განთესვიდან გამომდინარე, იოლ ჯგუფს არც ველოდით. ლოგიკურად გ ჯგუფში უნდა მოვხდეთ და ფაქტობრივად იგივე გუნდებთან მოგვიწევს თამაში, ვისაც იაპონიაში ვეთამაშეთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სხვა ჯგუფი უკეთესი იქნებოდა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მივლენ გუნდები მსოფლიო თასამდე. უელსი და ავსტრალია ფაქტობრივად ახალ გუნდს აშენებს, არავინ იცის როგორი იქნება ფიჯი 2023 წლისთვის“ – განაცხადა მაისაშვილმა.

მისი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ მივა თავად საქართველო 2023 წლამდე:

„ამ ეტაპზე რამის თქმა ძალიან ძნელია. არ ვიცით რა იქნება მომავალში, ჩავატარებთ უკეთეს თამაშებს თუ ტიერ 1-ის გუნდებთან წლის განმავლობაში კვლავ ერთი-ორი თამაში გვექნება. როგორ წარიმართება ფრანჩაიზთან დაკავშირებული სიტუაცია”.

 

2023 წელს საფრანგეთში გასამართი ტურნირი მეათე, საიუბილეო მსოფლიო თასი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს რაგბს დაბადებიდან 200 წელი უსრულდება და ტურნირიც ორმაგად საიუბილეო იქნება.

მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განაცხადა, რომ მოხარულია რაგბის უდიდესი ფორუმის მასპინძლობით და აღნიშნა:

„თუ გადავხედავთ მსოფლიო თასების ისტორიას, საფრანგეთი 12 წელიწადში ერთხელ ფინალში თამაშობს. 2023 წელს სწორედ 12 წელი სრულდება, რაც ბოლოს ფინალში ვითამაშეთ და ვიმედოვნებ, რომ ამჯერად გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩება“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები