საფრანგეთში, სავარაუდოდ, შიშველი მონა „ლიზას” ესკიზი აღმოაჩინეს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ნახშირით შესრულებული ქალის პორტრეტი, რომელიც უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში კონდეს მუზეუმში მონა ვანას სახელით ინახებოდა, შესაძლოა, ლეგენდარული „მონა ლიზა” იყოს. აქამდე ითვლებოდა, რომ ცნობილი ქალის პორტრეტთან ლეონარდო და ვინჩს საერთო არაფერი ქონდა გარდა იმისა, რომ ის მის სტუდიაში იყო დახატული. ცოტა ხნის წინ კი ექსპერტები ამ საკითხს კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ და დაადგინეს, რომ მონა ვანა სინამდვილეში და ვინჩის დახატულია. ბუნებრივია, ლუვრის ექსპერტიზა 100%-ით ზუსტი ვერ იქნება, თუმცა, იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ ესკიზის შექმნაში მხატვარი ნამდვილად მონაწილეობდა.
როგორც ცნობილი ექსპერტი მატიე დელდიკი აცხადებს, ტილო მართლაც მაღალი ხარისხისაა და მისი შექმნის დრო ლეონარდო და ვინჩის სიცოცხლის წლებს იდეალურად ემთხვევა.