LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში რარიტეტული ავტომობილები იპოვეს

58

საფრანგეთში რარიტეტული ავტომობილებით სავსე მიტოვებული სალონი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ილია კარასევმა გაავრცელა და პოსტს თან ფოტოებიც დაურთო.

ავტოსალონი Lada პატარა ქალაქ მაკონში მდებარეობს და მასში მხოლოდ რუსული წარმოების ტექნიკაა განთავსებული. რაც ყველაზე საინტერესოა, ზოგიერთი მოდელი არც მეტი არც ნაკლები 25 წლის წინაა დამზადებული. ექსპერტთა შეფასებით, კომპანია სავარაუდოდ, 1990 წლებამდე მუშაობდა, შემდეგ კი გაუქმდა და ავტომობილებიც მას შემდეგ არავის გახსენებია. შეგახსენებთ, რომ ლადას ავტომობილების ექსპორტი საფრანგეთში 2008 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა.

https://www.facebook.com/ilia.karasev.9/posts/1300455013409436

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები